ფეხბურთი

14:06 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილის ფრე, გოგიას მარცხი

ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა თურქულმა “ქაისერისფორმა”, რომელშიც ზურა ხიზანიშვილი გამოდის, ამხანაგურ მატჩში “დენიზლისფორთან” 1:1 ითამაშა.

ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. “ქაისერი” თამაშს 77-ე წუთამდე აგებდა და ანგარიში 85-ე წუთზე გაათანაბრა.

გერმანიის მე-3 ლიგაში მოასპარეზე “ჰალეშერმა”, რომლის ღირსებასაც აკაკი გოგია იცავს, ბუნდესლიგის “ჰანოვერთან” ისპარინგა და 0:1 წააგო. გოგია “ჰალეშერის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. “ჰანოვერმა” გოლი მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გაიტანა.

 

0.117798