თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-9 ტურში, “ქაისერისფორს” დაუბრუნდა ზურაბ ხიზანიშვილი, რომელიც აქამდე ტრავმის გამო არ თამაშობდა. “ქაისერმა” შინ “გალათასარაისთან” 2:4 წააგო და 5 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 33-ე ტურში, ტურკუს “ინტერი”, სადაც ფორვარდი ირაკლი სირბილაძე ირჯება, საკუთარ მოედანზე “ჰონკასთან” 1:2 დამარცხდა.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 9 გოლი დაუგროვდა, განვლილ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მაგრამ ამჯერად მეტოქის კარ არ აუღია. “ინტერს” 40 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგის) მე-16 ტურში, “მიკოლაევმა”, რომელშიც გიორგი ჯგერენაია ირჯება კიროვოგრადის “ზირკა” მიიღო და 2:1 აჯობა. ქართველი მარცხენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. “მიკოლაევმა” 15 ქულა დააგროვა და 16 გუნდში მე-14 პოზიციაზეა.
რუსეთის პირველი დივიზიონის 21-ე ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგია” მოსკოვში ადგილობრივ “ტორპედოსთან” 0:1 დამარცხდა. გოგიტა გოგუა და გიორგი ნავალოვსკი ხაბაროვსკელთა 18-კაციან განაცხადში არ იყვნენ. “სკა-ენერგიას” 30 ქულა აქვს და 19 გუნდში მეშვიდეა.
ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიამ” ძერჟინსკის “ხიმკის” უმასპინძლა და 2:0 სძლია. გურამ თეთრაშვილი ვლადივოტოკელების სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. “ლუჩ-ენერგიას” 30 ქულა აქვს და მეექვსეა.
ბელარუსის პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა ბრესტის “დინამომ”, სადაც უჩა გოგოლაძე გამოდის, გასვლაზე მოგილიოვის “დნეპრთან” 0:3 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო. ბრესტელებს 30 ქულა აქვთ და 12 გუნდში მე-10 ადგილზე არიან.
ყაზახეთის პრემიერლიგაში “ატირაუმ”, რომლის ღირსებასაც გიორგი ფეიქრიშვილი იცავს, თავის მოედანზე “ტარაზს” 1:0 აჯობა. ფეიქრიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 63-ე წუთზე შეცვალეს. “ატირაუმ” თავი 28 ქულას მოუყარა და 12 გუნდში მერვეა.
გერმანიის მე-3 ლიგის მე-14 ტურში, “ჰალეშერი”, რომელშიც აკაკი გოგია ირიცხება როსტოკში “ჰანზასთან” 1:2 დამარცხდა. გოგიამ შეუცვლელად ითამაშა. “ჰალეშერს” 19 ქულა აქვს და 20 გუნდში მეთორმეტეა.
“უნტერჰახინგი” შინაურ კედლებში “ჰოლსტეინს” დაუზავდა 0:0, ხოლო ლუკას ჰუფნაგელი მასპინძელთა სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა. “უნტერჰახინგი” 23 ქულით მეოთხეა.
ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 34-ე ტურში, გარგჟდაის “ბანგა” სტუმრად მარიამპოლის “სუდუვასთან” 0:2 დამარცხდა. თამაზ ჩარგეიშვილმა გარგჟდაელებში სრულად ითამაშა და 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ირაკლი ღერკენაშვილი თამაშში მე-18 წუთიდან ჩაერთო. “ბანგას” 33 ქულა აქვს და 9 გუნდში მეექვსეა.
სომხეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში, “განძასარმა” თავის მოედანზე “მიკას” ვერ მოუგო – 1:1. შოთა ჯიქიამ მასპინძლებში 90 წუთი ითამაშა. “განძასარს” 13 ქულა აქვს და 8 გუნდში მესამეა.
“ულისესმა” გასვლაზე “არარატთან” 0:2 წააგო. თენგიზ უგრეხელიძე სტუმართა სათადარიგოებს შორის იყო, მაგრამ არ უთამაშია. “ულისესი” 6 ქულით ბოლოსწინაა.
მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-13 ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუ” თანაქალაქელ “დაჩიას” სტუმრად დაუზავდა – 1:1. თორნიკე სტეფნიაშვილი “ზიმბრუს” 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “ზიმბრუს” 21 ქულა აქვს და 12 გუნდში მეშვიდეა.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 34-ე ტურში, “პაიდემ” შინ “ტრანსთან” 0:3 წააგო. თენგიზ ეთერია დამარცხებულთა სასტარტოში იმყოფებოდა და 70-ე წუთზე შეცვალეს. “პაიდეს” 44 ქულა აქვს და 10 გუნდში მეხუთეა.