ფეხბურთი

17:07 | 31.07.2014 | ნანახია 949 - ჯერ

ხესუს ნავასი: “ჩვენთვის სეზონის კარგად დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” შემტევმა ნახევარმცველმა ხესუს ნავასმა, მანჩესტერულ კლუბში შექმნილ სიტუაციასა და მომავალ სეზონზე ისაუბრა.

ესპანელმა ფეხბურთელმა, ასევე, ახალ კლუბში ადაპტაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა.

“მანჩესტერ სიტიში” ყველა გვერდში მიდგას და მათ მხარდაჭერას გამუდმებით ვგრძნობ. ეს ყველაფერი, განსაკუთრებით პირველ თვეებში დამეხმარა. ახლა შემიძლია, ყველაფერი თავისუფლად ვაკეთო.

რაც შეეხება მომავალ სეზონს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასაწყისშივე კარგ ფორმაში ვიყოთ. ეს, როგორც ინგლისის ჩემპიონატს, ასევე ჩემპიონთა ლიგასაც ეხება. გუნდში თითოეულ ფეხბურთელს კარგად აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც გვაკისრია”, – განაცხადა ნავასმა AS–თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ხესუს ნავასი “მანჩესტერ სიტიში” გასული სეზონის დაწყების წინ “სევილიადან” გადავიდა.

 

ლევან გოგოტიშვილი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:46 | 31.07.2014
federerjamesliverpooldelpotro (17151)

გუშინ ჩაგიტარეთ ბიჭი?მოდის კოპი

17:54 | 31.07.2014
michael_jordan (3195)

გუშინ ძააან მაგრა ითამაშა ამან ბურთ მიწებებული დარბოდა ვერ ართმევდნენ

17:52 | 31.07.2014
alcantara___ (13618)

ადმინ გამითვალისწინე კაცურად ამაზე და იანგზე სტატიები არ დადო რა :**

17:44 | 31.07.2014
BEERTRANCE (97819)

აბა შენ იცი

0.401435