მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები პანევეჟისში ლიტვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 17:23 (7:12) დამარცხდა.
სერბი ჯორჯ რასიჩის მიერ დარიგებულ ქართველ ხელბურთელთაგან ყველაზე შედეგიანი ირაკლი ჩიქოვანი გახლდათ 6 გოლით, რატი მსხვილიძემ 4 ბურთი შეაგდო, ვლადიმირ რუსიამ – 3, სერგო დათუკაშვილმა – 2 და რევაზ ჭანტურიამ – 2.
ქართველ ხელბურთელებს პირველი ჯგუფის მე-2 მატჩი 3 ნოემბერს თბილისში ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ ელით, რომელმაც საწყის შეხვედრაში თურქებს 26:20 (15:12) სძლია.