მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მინიმუმ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შემადგენლობას ნახევარმცველ ხავი მარტინესის გარეშე დააკომპლექტებს. გერმანული პრესის ცნობით, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს საზარდული აწუხებს.
“ლონდონის “ჩელსისთან” თამაშში 20-30 წუთის განმავლობაში თავს კარგად ვგრძნობდი. შემდეგ კი ტკივილი ვიგრძენი. შეხვედრის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ტრავმა უმნიშვნელო სულაც არაა” – უთხრა ხავი მარტინესმა ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას.
შეგახსენებთ, “ბაიერნს” ნახევარდაცვაში ასევე ტრავმის გამო ტიაგო ალკანტარაც გამოაკლდა.