ფეხბურთი

19:46 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხავი მარტინესი დაცვაში სათამაშოდ მზადაა

მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი აცხადებს, რომ ის მზადაა იმ პოზიციაზე ითამაშოს, რომელზეც მწვრთნელი დაავალებს.

მიუნხენურ გუნდში, მარტინესი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს, თუმცა “ბილბაოში” მას დაცვის ცენტრში თამაშის გამოცდილებაც დაუგროვდა. იმის გათვალისწინებით, რომ “ბაიერნში”, ნახევარდაცვის ხაზში, დიდი კონკურენციაა, გერმანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გვარდიოლა მარტინესს დაცვაში თამაშს უპირებს.

“ვითამაშებ იქ, სადაც გვარდიოლა მეტყვის. ამ საკითხზე, ჯერჯერობით, არ გვისაუბრია. ასე რომ, ზუსტად ვერაფერს გეტყვით. ამჟამად, ფიზიკური ფორმის აღდგენაზე ვარ კონცენტრირებული.” – ციტირებს მარტინესის სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113028