ფეხბურთი

20:26 | 21.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხავი მარტინესი: “ბარსელონას” საკვანძო ფეხბურთელი ბუსკეტსია”

მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელმა ნახევარმცველმა, ხავი მარტინესმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ისაუბრა და კატალონიური გუნდის საკვანძო მოთამაშედ არა ლიონელ მესი, ჩავი, ან ანდრეს ინიესტა, არამედ სერხიო ბუსკეტსი დაასახელა.

“ბარსელონას” საკვანძო ფეხბურთელი? ასეთი სერხიო ბუსკეტსია. რა თქმა უნდა, კატალონიელებს კიდევ არაერთი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთა სახელებიც საქვეყნოდაა ცნობილი, მაგრამ ვთვლი, რომ “ბარსამ” არაერთი ტიტული სწორედ ბუსკეტსის დამსახურებით მოიგო.

სერხიო ყოველთვის ცივი გონებით აზროვნებს და ცდილობს მოედნის ცენტრში ბურთზე კონტროლი დააწესოს. ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც ჩავი და ინიესტა არიან, წინ წასვლის არ ეშინიათ. მათ იციან, რომ უკან ასეთი დონის მოთამაშეა.

რაც შეგვეხება ჩვენ. ვთვლი, რომ “ბარსელონას” გამოსაგდებად იდეალური დრო გვიდგას. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ კატალონიელები კარგ ფორმაში არიან.” – აცხადებს ხავი მარტინესი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, “ბაიერნი” და “ბარსელონა” ერთმანეთს 23 აპრილს, მიუნხენში დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112912