29 წლის ესპანელი ნახევარმცველი ხავი ფუეგო კარიერას “ვალენსიაში” განაგრძობს. “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “რაიოს” ყოფილმა შუახაზელმა ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ხავი ფუეგო “რაიოში” 2010-2013 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, მან 104 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ფუეგო “ვალენსიას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.