ფეხბურთი

18:08 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხამეს როდრიგესი: “იმედი მაქვს, კიდევ ბევრ გოლს გავიტან”

მადრიდის “რეალის” ახალწვეული ხამეს როდრიგესი “სანტიაგო ბერნაბეუზე” პირველი მატჩის ჩატარებითა და სადებიუტო გოლის გატანით ბედნიერია.

19 აგვისტოს, “რეალი” “ატლეტიკოს” ესპანეთის სუპერთასზე დაუპირისპირდა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. “სამეფო კლუბის” მხრიდან გოლი თამაშში მე-2 ტაიმში ჩართულმა ხამეს როდრიგესმა გაიტანა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ამ დღეზე ვოცნებობდი. ბევრს ვვარჯიშობდი და ფორმაში ნელ-ნელა შევდივარ. იმედი მაქვს, კიდევ ბევრ გოლს გავიტან.

ჩემი გოლის მიუხედავად, “რეალმა” მოგება მოახერხა. თუმცა, ჩვენი გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოდა. გუნდი მოგებასთან ახლოს იყო. ახლა კი, საჭიროა ყველაფერი მე-2 თამაშში გადავწყვიტოთ.” – ციტირებს ახალგაზრდა კოლუმბიელი ფეხბურთელის სიტყვებს Marca.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120209