ფეხბურთი

17:15 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხამეს როდრიგესი: “იმედი მაქვს, ეს მხოლოდ დასაწყისია”

უეფას სუპერთასის შეხვედრის შემდეგ, თავისი შთაბეჭდილებები და ემოციები ჟურნალისტებს ხამეს როდრიგესმაც გაუზიარა.

კოლუმბიელმა “რეალის” მაისურით პირველი შეხვედრა გუშინ ჩაატარა და ზღაპრული დებიუტიც გამოუვიდა – მისი გუნდი ევროპის სუპერთასს დაეუფლა.

“ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. “რეალის” მაისურით ოდენ ერთი თამაში ჩავატარე და უკვე ტიტული მოვიპოვე. ჩემი მადრიდული კარიერა საოცრად დაიწყო.

ბევრი ვარჯიში მმართებს, რათა თანაგუნდელებს მალე შევეწყო და გუნდის წარმატებებში საკუთარი წვლილი შევიტანო.” – ხამესის სიტყვებს Inside Spanish Football ავრცელებს.

რაც შეეხება როდრიგესის თამაშს, მან მოედანზე 72 წუთი დაჰყო და პირველ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.

ლევან გოგოტიშვილი

0.111219