სხვა

0:17 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთელთა ტრიუმფი სტამბულში

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. სტამბულში გამართულ ოთხთა ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა სამივე მატჩი მოიგეს და მთავარი პრიზის მფლობელები გახდნენ. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 10:9 სძლია, მასპინძელ თურქეთს 9:8 მოუგო, ხოლო სლოვაკეთი 10:6 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ასეთი დონის შეჯიბრი მოგებული არ ჰქონია. როგორც ქართველმა წყალბურთელებმა გვაცნობეს, ისინი გამარჯვებას ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა ხსოვნას უძღვნიან. 

0.117112