საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები “თბილისის თასის” მე-4 გათამაშების გამარჯვებული გახდა. ვლადიმერ ისელიძისა და იოვან პოპოვიჩის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-2 რაუნდის მატჩებისთვის ემზადება, ტურნირზე სამივე შეხვედრა მოიგო და მთავარი პრიზი დაისაკუთრა.
ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ტურში ბელარუსს 17:5 სძლიეს, შემდეგ უმთავრესი კონკურენტი უკრაინა 11:9 დაამარცხეს, ბოლოს კი საქართველოს უნივერსიადის ნაკრებს, რომელიც შეჯიბრში თურქების ნაცვლად ჩაერთო (მათ ჩამოსვლა ვერ მოახერხეს) მოუგეს.
აქვე ვთქვათ, რომ ქართველები ნატურალიზებული წყალბურთელების (მარინო ფრანიჩევიჩი, დამირ ცრეპულია, მარკო ელაჩა და მარკო ელეზი) გარეშე თამაშობდნენ, ასე რომ, ეს წარმატება მით უფრო დასაფასებელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის მე-2 რაუნდის მატჩები 11-14 ივლისს მალტაში