სხვა

23:49 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთელთა ნაკრები მეტოქეს ელის: ჰოლანდია, მაკედონია თუ თურქეთი?

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფაკიციო ეტაპი მოწინავე სამეულში დაასრულა და ორშაბათს გასამართ წილისყრის შედეგად, პლეი-ოფში მეტოქედ გასული ევროპირველობის მეათე-მეთორმეტე ადგილოსან ნაკრებთაგან (ჰოლანდია, მაკედონია, თურქეთი) ერთ-ერთი ერგება.

შეგახსენებთ, რომ პირველ-მეორე შესარჩევ რაუნდებში სერბი სპეციალისტის იოვან პოპოვიჩის მიერ დარიგებულმა ქართველებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და ორივეჯერ პირველი ადგილი დაიკავეს.

საქართველოს ნაკრებს ერთადერთი მარცხი პორტუგალიაში გამართულ მე-3 რაუნდში შეემთხვა, როდესაც სლოვაკეთთან 16:17 წააგო, სხვა მხრივ კი, ყველაფერი წესრიგში იყო: 24:7 – შვეიცარიასთან, 11:4 – მალტასთან, 17:9 – ბელარუსთან და 17:9 – პორტუგალიასთან.

საბოლოო ჯამში, ქართველმა წყალბურთელებმა 40 ქულა მოაგროვეს და მიუხედავად სლოვაკეთთან მარცხისა, რუსეთთან და საფრანგეთთან ერთად, მოწინავე სამეულში მოხვდნენ. ეს გუნდები წილისყრისას ვის დაუწყვილდებიან, თავშივე დავწერეთ.

თავის მხრივ, საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგებით მეოთხე-მეექვსე ადგილებზე გასული გუნდები – დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და სლოვაკეთი პლეი-ოფში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე-მეცხრე ნაკრებებს – ესპანეთს, რუმინეთს და ხორვატიას გაეჯიბრებიან.

პლეი-ოფის მატჩები 15 თებერვალს და 12 აპრილს მიმოსვლითი სისტემით შედგება, გამარჯვებული 6 გუნდი კი იმ ექვსეულს შეუერთდება, რომლებსაც 2014 წლის 13-26 ივლისს ბუდაპეშტში გასამართი ევროპის პირველობის საგზურები უკვე განაღდებული აქვთ.

მასპინძელი უნგრეთის გარდა, ესენი სერბეთი, ჩერნოგორია, იტალია, გერმანია და საბერძნეთი არიან, რომელთაც წინა ევროპის ჩემპიონატი მოწინავე ხუთეულში დაასრულეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136097