ჩოგბურთი

11:32 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

WTA ქულათა დარიცხვის სისტემას ცვლის

 ქალ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან სარეიტინგო ქულათა დარიცხვის სისტემას შეცვლის. ამასთან, ასოციაციის ხელმძღვანელებმა ისიც დაადასტურეს, რომ კორექტირება 2014 წელს ეტაპობრივად, თანდათან მოხდება.

უშუალოდ ცვლილებას რაც შეეხება, Premier Mandatory-ის ტურნირის პირველი რაუნდიდან გავარდნის შემთხვევაში ჩოგბურთელს 5-ის ნაცვლად 10 სარეიტინგო ქულა დაერიცხება. გაიზრდება International-ის შეჯიბრებების საკვალიფიკაციო შეჯიბრებებზე მონაწილეთა ქულები, ამასთან, შემცირდება სხვაობა იმ სარეიტინგო დარიცხვებს შორის, რომელიც სადღეისოდ სადიდსლემო ტურნირებისა და Premier-ის ასპარეზობათა საკვალიფიკაციო შეჯიბრებებისთვისაა გათვალისწინებული.

გატარებული ცვლილებების შედეგად WTA-ს და ITF-ის ჩოგბურთელთა სარეიტინგო ქულა დარიცხვის სისტემები დაბალანსდება. ყოველ შემთხვევაში, WTA-ს ხელმძღვანელების განცხადებით ისინი ამისკენ მიისწრაფიან.

0.120483