ფეხბურთი

19:34 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

წინ მეოთხედფინალის საპასუხო მატჩებია

როგორც ვიუწყებოდით, მიმდინარეობს ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშება, რომელშიც 1996 წელს დაბადებული ჭაბუკებით დაკომპლექტებული რეგიონალური ნაკრებები ასპარეზობენ. პარასკევს და შაბათს მეოთხედფინალური წყვილების პირველი მატჩები გაიმართა.

გუშინდელი თამაშებიდან მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ქუთაისში, სადაც იმერეთის პირველმა გუნდმა 1:2 დათმო იმერეთი-2-თან. თბილისის პირველი გუნდისა და კახეთის შეხვედრაში კი დედაქალაქელებმა 2:0 იმარჯვეს.

ასევე უპრობლემოდ შეძლო მეტოქის დამარცხება სამეგრელოს პირველმა გუნდმა - აჭარლებს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა (3:0).

რაც შეეხება ბოლო მეოთხედფინალურ მატჩს სამხრეთ ოსეთისა და თბილისის მეორე გუნდს შორის, იგი ყველაზე დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, 3:2 დედაქალაქელთა სასარგებლოდ დასრულდა.

მეოთხედფინალების ოთხივე საპასუხო შეხვედრა 18 თებერვალს გაიმართება.

 

ვახტანგ დათიაშვილი

0.122413