პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაწყებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ჭადრაკში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებმა წარმატებული სტარტი აიღეს.
ქართველმა ქალებმა, რომლებიც ტურნირში მე-3 განთესვით ჩაებნენ, ავსტრიელებს მხოლოდ 0.5 ქულა დაუთმეს. ნანა ძაგნიძემ, ნინო ხურციძემ და ბელა ხოტენაშვილმა საკუთარი პარტიები მოგებით დაასრულეს, მერი არაბიძე კი ყაიმს დასჯერდა. დღეს ქალთა ნაკრები ბულგარელებს დაუპირისპირდება.
ვაჟებმა ბელგიელებს 2.5:1.5 სძლიეს. გამარჯვებები მიხეილ მჭედლიშვილმა და ლევან ფანცულაიამ იზეიმეს, მერაბ გაგუნაშვილმა მარცხი განიცადა, ბაადურ ჯობავამ კი ყაიმი გააფორმა. მე-2 ტურში ქართველი მოჭადრაკეები უნგრეთის ნაკრებს ეთამაშებიან, რომელსაც მე-7 განთესვა გააჩნია.
ავსტრია (19) – საქართველო (3) 0.5:3.5
ევა მოზერი (2434) – ნანა ძაგნიძე (2556) 0:1
მერი არაბიძე (2374) – კატარინა ნეურკლა (2173) 0.5:0.5
ანა-კრისტინა კოპინიტისი (2263) – ნინო ხურციძე (2462) 0:1
ბელა ხოტენაშვილი (2524) – ვერონიკა ექსლერი (2147) 1:0
ბელგია (33) – საქართველო (14) 1.5:2.5
ბარტ მიჩიელსი (2506) – ბაადურ ჯობავა (2695) 0.5:0.5
მიხეილ მჭედლიშვილი (2631) – ტანგუი რინგოირი (2514) 1:0
სტეფან დოქსი (2488) – მერაბ გაგუნაშვილი (2556) 1:0
ლევან ფანცულაია (2595) – სტეფ სოორსი (2404) 1:0