ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ტურინის “იუვენტუსი” თავდამსხმელ მირკო ვუჩინიჩს გაყიდის. ამის შესახებ იტალიური მედიასაშუალებები იუწყებიან.
როგორც ირკვევა, ტურინელებს ჩერნოგორიელის ტრანსფერის თაობაზე წინადადება უკვე ბევრი კლუბისგან აქვთ. “ბებერი სინიორა” 30 წლის ფორვარდს იმ კლუბში გაუშვებს, რომელიც მეტს გადაიხდის.
რამდენადაც ცნობილია, ვუჩინიჩის შეძენა “ოლიმპიაკოსს”, “ფიორენტინას”, “ტოტენჰემსა” და “ზენიტს” სურთ. გარდა ამისა, ჩერნოგორიელისადმი ინტერესი ლონდონის “არსენალსაც” აქვს. “მეთოფეები” ვუჩინიჩის გადაბირებას იანვრის სატრანსფერო სეზონშიც ცდილობდნენ, მაგრამ კლუბებს შორის გარიგება არ შედგა.