“იუვენტუსის” მონტენეგროელი თავდამსხმელის, მირკო ვუჩინიჩის “ინტერში” ტრანსფერი არ შედგა, მაგრამ ფეხბურთელის აგენტი მაინც არ გამორიცხავს, რომ მისი კლიენტი, ზამთრის სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე, სხვა გუნდში გადავიდეს.
“ვუჩინიჩი ანტონიო კონტეს ესაუბრა და გადაწყდა, რომ ჩემი კლიენტი, ჯერჯერობით, ცალკე ივარჯიშებს, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე მოლაპარაკების წარმოება ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მირკოს კლუბისგან ტრანსფერზე დაყენება არ მოუთხოვია.” – ციტირებს ვუჩინიჩის აგენტის სიტყვებს Sky Italia.