ტურინის “იუვენტუსის” ჩერნოგორიელი თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი მიიჩნევს, რომ “ბებერ სინიორას” “ბარსელონას” ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი არ ჭირდება.
ცოტა ხნის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუსი” ერთ-ერთია იმ გუნდთა შორის, რომლებიც ალექსის სანჩესს იწვევენ. ვუჩინიჩი კი მიიჩნევს, რომ ტურინელები წარმატებებს ჩილელის გარეშეც აღწევენ.
“მინდა ხალხს შევახსენო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ამ გუნდმა შესანიშნავ შედეგებს მიაღწია.
სანჩესი შესანიშნავი თავდამსხმელია, მაგრამ “იუვეს” უკვე ჰყავს ბრწყინვალე შეტევის ხაზი. ჩვენთან, ამ პოზიციაზე, დიდი კონკურენციაა.” – ციტირებს ვუჩინიჩის სიტყვებს Sky Sports-ი.