“მანჩესტერ სიტისთან” ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩის წინ, ჩეხური “პლზენის” თავკაცმა პაველ ვრბამ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “არ მიკვირს რომ “სიტის” შინ ამდენი გოლები გააქვს. ძალიან ძლიერი გუნდია. ჯგუფში პირველი ადგილისთვის მატჩი ორი კვირის შემდეგ გაიმართება, თუმცა დღეს “ბაიერნი” აუცილებლად შეეცდება მოსკოვის ცსკა-ს დამარცხებას. ცხადია, “სიტიც” იმავეს აპირებს და ძალიან რთული მატჩი გველის. ჩემი აზრით, ევროპაში 10 ისეთი გუნდია, რომლებიც ლიგაში ამინდს ქმნიან და ორი ასეთი ჩვენს ჯგუფში მოხვდა. მართალია, მათთან თამაში ძნელია, მაგრამ ამით დიდ გამოცდილებას ვიღებთ, რომელიც მომავალში წაგვადგება.”