გერმანიის ბუნდესლიგის ახალი ტური საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებით გაიხსნა. „ფოლკსვაგენ არენაზე“, ერთმანეთს „ვოლფსბურგი“ და „ჰამბურგი“ დაუპირისპირდნენ.
მატჩის მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა. მე–19 წუთზე, ჰანალ ჩალხანოღლუმ მასპინძელთა მეკარის – დიეგო ბენალიოს არადამაჯერებელი მოქმედებით ისარგებლა და ჰამბურგელები დააწინაურა. სტუმართა სიხარულმა დიდ ხანს ვერ გასტანა – რიკარდო როდრიგესმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.
ამის შემდეგ, ტაბლოზე დაფიქსირებული ციფრები აღარ შეცვლილა – 1:1.
ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 29000
ვოლფსბურგი – ჰამბურგი 1:1 (1:1)
ვოლფსბურგი: ბენალიო, ოქსი, ნალდო, როდრიგესი, კნოხე (კლოზე 87), გუსტავო, პერიშიჩი (დოსტი 76), მედოევიჩი, კალიჯური, არნოლდი, ოლიჩი (შეფერი 85).
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
ჰამბურგი: ადლერი, იანსენი, ჯურუ, ვესტერმანი, ტა, რინკონი, ბაისტერი (ილიჩევიჩი 61), ბადელი, არსლანი, ჩალხანოღლუ, ლასოგა.
მწვრთნელი: ბერტ ვან მარვეიკი
გოლი: 0:1 ჩალხანოღლუ (20), 1:1 როდრიგესი (31პ.)
გაფრთხილება: ოქსი (36), არნოლდი (38), ნალდო (58), კნოხე (74) – არსლანი (52)
კარში დარტყმა: 20 (9) – 17 (7) ჯარიმა: 19 - 11 კუთხური: 2 - 3 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 6 – 8