გერმანული "ვოლფსბურგი" მატია დესტროს სანაცვლოდ "რომას" 30 მილიონ ევროს სთავაზობს. იტალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ჩეზარე პრანდელიმ ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაშიც შეიყვანა.
23 წლის ფორვარდი კარგი თამაშით წყალობით გერმანული კლუბის ინტერესის სფეროში მოხვდა. "ვოლფსბურგი" მზადაა დესტროს წელიწადში 3 მილიონი ევრო გადაუხადოს.
თავად იტალიელ თავდამსხმელს რომაულ კლუბში დარჩენა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურს. საინტერესოა დათანხმდება თუ არა "რომა" გერმანელთა მაცდურ შეთავაზებას.
გიორგი ბალახაძე