სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ კლიჩკო, დიდი სურვილის მიუხედავად, 2016 წლის რიო დე ჟანეიროს (ბრაზილია) ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ შეძლებს, რადგან აღნიშნულ ოლიმპიადაზე მონაწილეობის დამადასტურებელი განაცხადის შეტანა დააგვიანა.
ამჟამად მოქმედი წესების თანახმად, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მონაწილეობის სურვილი, ვლადიმერ კლიჩკოს 2013 წლის ნოემბრამდე უნდა დაეფიქსირებინა, მაგრამ საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი მიზეზის გამო, ეს არ გააკეთა.