ფეხბურთი

17:16 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ დვალიშვილი: “აგენტმა ყველაფერი აურ-დაურია”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის თავდამსხმელმა ვლადიმერ დვალიშვილმა, უკრაინულ ლუგანსკის “ზორიაში” არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა. მისი თქმით, საფეხბურთო აგენტმა, რომელიც ტრანსფერს “ჩარხავდა”, ორივე მხარე დააბნია.

“საერთოდ, “ზორიაში” სინჯებზე წასვლა არცთუ ძალიან მინდოდა. თუმცა, ერთმა საფეხბურთო აგენტმა დამარწმუნა, რომ ლუგანსკური კლუბი კარგ პირობებს მთავაზობდა და საკუთარ რიგებში ჩემი ხილვა ყოველგვარი სინჯების გარეშე სურდა. საბოლოოდ, ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. აგენტმა ყველაფერი აურ-დაურია, როგორც მე, ასევე კლუბს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. ბოლოს, ლუგანსკელებს უარი ვუთხარი, რადგან პოლონეთში კარიერის გაგრძელების კარგი ვარიანტი გამომიჩნდა”, – იუწყება დვალიშვილის სიტყვებს რუსული გამოცემა championat.com-ი.

 

0.117638