ფეხბურთი

21:51 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვივიანო “არსენალში” ითამაშებს

იმ დროს, როდესაც “არსენალის” ქომაგები მესუთ იოზილის ტრანსფერის მოლოდინში არიან, ლონდონელებმა სხვა შენაძენი გააკეთეს – “მეთოფეთა” რიგები 27 წლის იტალიელმა მეკარემ, ემილიანო ვივიანომ შეავსო.

“პალერმოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სიცილიელთა კარის დარაჯი “არსენალში” არენდის წესით ითამაშებს და ლონდონელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

გასულ სეზონში, ვივიანო “ფიორენტინაში” იყო განათხოვრებული. ფლორენციელთა მაისურით, სერია A-ში, მან 32 შეხვედრა ჩაატარა. 2010 წლიდან დღემდე, ვივიანოს იტალიის ეროვნულ ნაკრებში 6-ჯერ უთამაშია.

0.119869