ფეხბურთი

17:08 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტესს" მამუკა კობახიძე აინტერესებს

როგორც შევიტყვეთ, არნემის "ვიტესი" დაინტერესებულია გორის "დილას" მცველ მამუკა კობახიძით და არაა გამორიცხული, ზამთარში მისი გადაყვანა სცადოს. "მსოფლიო სპორტის" ინფორმაციით, "ვიტესის" პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია, ამ საკითხს განიხილავს.

კობახიძეს წლის პირველი ნახევარი გაუცდა "ალანიაში", სადაც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, თუმცა ზაფხულში კარგად წარმოაჩინა თავი გორის "დილაში". საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, 21-წლამდელებში ორჯერ გაიტანა გოლი: ჯერ ლატვიასთან ამხანაგურში (4:0) და შემდეგ ლუქსემბურგთან ევროშესარჩევში (3:0).

10 ოქტომბერს, 21-წლამდელთა შესარჩევში, საქართველო ჰოლანდიას უმასპინძლებს და კობახიძეზე დაკვირვება ამ მატჩშიც გაგრძელდება.

0.122471