არნემის "ვიტესმა" პსვ-ს სტუმრად... 6:2 მოუგო. ასეთ ანგარიშს, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა. არნემელებმა ბენეფისი მოაწყვეს ეინდჰოვენის "ფილიპსის" სტადიონზე: გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და მთლიანობაში, კარგი მატჩიც ჩაატარა. მე-60 წუთზე გაფრთხილება მიიღო.
საწყენია, რომ გიორგი ჭანტურიასა და ვაკო ყაზაიშვილს ამ შეხვედრაში საერთოდ არ უთამაშიათ; მწვრთნელმა პეტერ ბოშმა ორივე ახალგაზრდა ქართველი სათადარიგოებში დატოვა.
აღსანიშნავია, რომ 66-ე წუთამდე 1:1 იყო. "ვიტესი" ლიდერობას აგრძელებს, 2 ქულით უსწრებს "აიაქსს" და 3 ქულით – "ტვენტეს". პსვ მე-10 ადგილზეა, რასაც ამ კლუბისთვის ერთი სახელი ჰქვია: სამარცხვინო.
პსვ-"ვიტესი" 2:6 (1:1)
გოლები: 0:1 პიაზონი (38), 1:1 დეპაი (45), 1:2 ჰავენაარი (66), 1:3 ლეერდამი (75), 2:2 რეკიკი (84), 2:4 პრობერი (85), 2:5 ვან აანჰოლტი (87), 2:6 პროპერი (90+3).