ფეხბურთი

16:02 | 2.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესი” ხორვატიის ნაკრების მცველს ყიდულობს

არნემის “ვიტესი”, რომლის მეპატრონე მერაბ ჟორდანიაა, ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველისა და სპლიტის “ჰაიდუკის” კაპიტნის მარიო მალოჩას შეძენას გეგმავს. ამის შესახებ, ხორვატული პრესა იუწყება.

23 წლის ცენტრალურმა მცველმა, თავის მენეჯერთან ერთად “ვიტესთან” წინასწარი მოლაპარაკება უკვე გამართა. ახლა ელოდებიან, რომ ჰოლანდიური მხარე მალოჩას სანაცვლოდ “ჰაიდუკს” კონკრეტული წინადადებით მიმართავს და ტრანსფერის სანაცვლოდ სამ მილიონ ევროს შესთავაზებს.

სპლიტელთა კაპიტნის შეძენა თურქულ, უკრაინულ, რუსულ და გერმანულ კლუბებს სურდათ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ჰოლანდია აირჩია.

მიმდინარე სეზონში, მალოჩამ “ჰაიდუკში” 21 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.



 

თეგებივიტესი
0.11693