ჰოლანდიის ერედივიზიონის 22-ე ტურში, არნემის “ვიტესმა”, სადაც გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია თამაშობენ, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაწინაურების შანსი გაუშვა.
არნემელებმა “ალკმაარი” მიიღეს და 0:2 დამარცხდნენ. კაშიამ გუნდს შეუცველლად უკაპიტნა, ხოლო ყაზაიშვილი თამაშში მე-80 წუთიდან ჩაერთო. ჭანტურია ზედიზედ მეორე მატჩია 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ალკმაარიდან” პირველი გოლი მე-20 წუთზე პატრიკ ვან ანჰოლტმა გაიტანა, ხოლო 42-ე წუთზე თავი არონ იუჰანსონმა გამოიჩინა.
“ვიტესს” 42 ქულა აქვს და 18 გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. არნემელები 2 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ “აიაქსს”, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს.