თამაშგარე

10:37 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიტალი კლიჩკოს საპრეზიდენტო ვნებანი

უკრაინელი მოკრივე, ვიტალი კლიჩკო, რომელმაც პროფესიულ რინგზე ძალიან ბევრს მიაღწია უკანასკნელ პერიოდში, უკრაინის პოლიტიკაში თავით არის გადაშვებული და მის მიერვე დაარსებული პარტია “უდარის“ მთავარ სახეს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ვიტალი კლიჩკოს ახლადშექმნილ პარტიას ჯერჯერობით არც ისე დიდი რეიტინგი აქვს, ვიტალი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მაინც აპირებს და როგორც თავად ამბობს, პროფესიული კრივიდან წასვლას და ხელთათმანების კედელზე ჩამოკიდებას პრეზიდენტობის სურვილის გამო აპირებს.

უკრაინაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს გაიმართება. პარტია “უდარის” ლიდერის გაპრეზიდენტება ამ ეტაპზე დაბალი რიტინგის გამო წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ მაინც ნურაფერს გამოვრიცხავთ. პოლიტიკაში ბევრი რამ ხდება...

0.11417