კალათბურთი

16:14 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტაბიოტიქსი” საკალათბურთო სუპერლიგის გენერალური სპონსორი გახდა

დღეს, 28 აპრილს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და საქართველოში ბრიტანული კომპანია “ვიტაბიოტიქსის” წარმომადგენელ “სახალხო აფთიაქის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ მორჩილაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების თანახმად, “ვიტაბიოტიქსი” სუპერლიგას სპონსორობას მიმდინარე სეზონის პლეი ოფის მატჩებსა და მომავალ, 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონში განახორციელებს. სანაცვლოდ, “ვიტაბიოტიქსის” ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში “სახალხო აფთიაქს” სუპერლიგის გენერალური პარტნიორის სტატუსი მიენიჭება და აღნიშნული პოზიციისთვის განკუთვნილი ყველა პრივილეგიითა და უფლებამოსილებით ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომ “ვიტაბიოტიქსი” მსგავსი ტიპის სპონსორობას უკვე უწევს ლიტვისა და ევროპის ისეთ ცნობილ კლუბს, როგორიც კაუნასის “ჟალგირისია”.

“მსოფლიო სპორტი” არჩილ მორჩილაძესა და მიხეილ გაბრიჩიძეს გაესაუბრა:

მორჩილაძე:

-       საკალათბურთო სუპერლიგისთვის რა რაოდენობის თანხის დახარჯვას აპირებთ?

-       90 ათასი ლარის

-       რას მოხმარდება თქვენს მიერ დასახელებული თანხა?

-       კვებით დანამატებს, რომლის შემადგენლობაშიც სპორტსმენთა დახარჯული ენერგიის აღსადგენად შედის ვიტამინები, მინერალები, ცხიმოვანი მჟავეები...

-       თქვენს მიერ ნახსენები დანამატები სუპერლიგის მონაწილე რომელი კატეგორიის სპორტსმენებისთვისაა განკუთვნილი?

-       კვებითი დანამატები როგორც ასაკობრივი, ისე დიდების ჩემპიონატის მონაწილე კალათბურთელებზე გაიცემა.

გაბრიჩიძე:

-       “ვიტაბიოტიქსთან” გაფორმებული მემორანდუმით კმაყოფილი ხართ?

-       რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. “ვიტაბიოტიქსთან” გაფორმებული კონტრაქტის გამო კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის დღეს მნიშვნელოვანი დღეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174919