ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ გერმანიოის ნაკრებიდან სამი ფეხბურთელი გამოარჩია და განაცხადა, შესაძლებელი რომ იყოს, მათ “ფურია როხაშიც” ვიხილავდიო. საუბარია ფილიპ ლამზე, ბასტიან შვაინშტაიგერსა და ტონი კროოსზე.
“ხანდახან მიფიქრია, თუ რომელი უცხოელი ფეხბურთელი გააძლიერებდა ესპანეთის ნაკრებს. გერმანიის ნაკრებიდან ასეთები კროოსი, შვაინშტაიგერი და ლამი არიან. ისინი ბუნდესტიმის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ” – თქვა დელ ბოსკემ გერმანულ Sport1-თან საუბარში.