ფეხბურთი

13:55 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვისენტე დე ბოსკე: “ბელარუსთან და საქართველოსთან მატჩები ფინალის ტოლფასია”

ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ ამჟამად, ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მეტად, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელარუსისა და საქართველოს ნაკრებებთან მატჩებზე ფიქრობს.

“მომავალში რა იქნება ვნახოთ, ხოლო ახლა ყურადღების სხვა საკითხზე გადატანა არ ღირს, რადგან სასწორზე ექვსი ქულა დევს. მომავალი მატჩები ჩვენთვის ფინალის ტოლფასია, ამიტომ, ახლა მოთამაშეებზე და მწვრთნელზე საუბრის დრო არაა. ფეხბურთს შეუძლია მწარე სიურპრიზები შემოგთავაზოს და ამიტომ, ფხიზლად უნდა იყო. განვსაზღვრე თუ არა შემადგენლობა ბელარუსთან მატჩში? პრაქტიკულად განვსაზღვრე. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. სხვებზე ნაკლებად არიან მზად პიკე და ინიესტა, რომლებსაც უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. შესაძლოა, ნაკრებში მიჩუს გამოძახება უფრო ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეები საკმარისად გვყავს. დიეგუ კოსტა? ვნახოთ. ის მე მომწონს. კოსტა კარგი მოთამაშეა, რომელსაც გუნდისთის სარგებლობის მოტანა შეუძლია” – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს Football Espana.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116565