რუმინეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ პიცურკემ აღიარა, რომ პლეი ოფის პირველ მატჩში საბერძნეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა (3:1).
“საბერძნეთმა უკეთესად ითამაშა და გაიმარჯვა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რომ მეტოქე ძლიერია და კარგი მოთამაშეები ჰყავს, რომელთაც პრობლემების შექმნა შეუძლიათ, მაგრამ რა თქმა უნდა, სამი გოლის გაშვებას არ ველოდი. ანგარიში სწრაფად გავათანაბრეთ, მაგრამ მალევე მეორე გოლი მივიღეთ. მესამე გოლის თაობაზე ვერაფერს გეტყვით” – იუწყება პიცურკეს სიტყვებს - AP.