ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ინგლისური “ლივერპული” კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდის – დავიდ ვილიას შეძენას ეცდება. Mirror-ის ცნობით, ვეტერანი ესპანელის გადაბირებით მერსისაიდელთა თავკაცი ბრენდან როჯერსია დაინტერესებული.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ლივერპულელები ვილიას ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავენ. მოგეხსენებათ, ურუგვაელის წასვლის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდები აქტიურად იუწყებიან.
საგულისხმოა, რომ ზაფხულში, ვილიასთვის ბრძოლას ლონდონის “არსენალიც” გეგმავდა. “მეთოფეებმა” ესპანელის ყიდვა ზამთარშიც სცადეს, მაგრამ “ბარსელონამ” ფორვარდი არ დათმო.