ფეხბურთი

18:52 | 8.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილიას მილიონები არ ეთმობა

კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდ დავიდ ვილიას კლუბის შეცვლა კი სურს, მაგრამ საქმე არცთუ მარტივადაა. საქმე ისაა, რომ მოქმედი კონტრაქტის ძალით, 31 წლის ესპანელმა მომდევნო სეზონში ხელფასის სახით 11 მილიონი ევრო უნდა აიღოს.

აქამდე, ვილია წელიწადში 7.5 მილიონ ევროს იღებდა, მაგრამ კონტრაქტში ჩადებული პუნქტით, “კამპ ნოუზე” გატარებულ მე-4 სეზონში თავდამსხმელმა 11 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. “ელ გუახეს” წინადადებები მრავლად აქვს, მაგრამ ცხადია, ვეტერან შემტევს წლიური ხელფასის სახით 11 მილიონ ევროს არავინ სთავაზობს.

მიუხედავად ყველაფრისა, დიდი ალბათობით, ვილიას “ბარსას” დატოვება მაინც მოუწევს. ესპანელი შემოთავაზებებს კონფედერაციის თასის დასრულების შემდეგ განიხილავს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115195