ფეხბურთი

20:30 | 1.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილიას ინგლისში ელიან

 

დიდი ალბათობით, კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანი მეგოლე დავიდ ვილია კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძობს. Sport.es-ის ცნობით, კატალონიელებმა “ელ გუახეს” ტრანსფერის თაობაზე წინადადებები “ლივერპულისგან”, “ტოტენჰემისგან” და “არსენალისგან” მიიღეს.

რამდენადაც ცნობილია, “ბარსელონა” ვილიას სანაცვლოდ 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს. კონკრეტულად რა სახის წინადადებები შესთავაზეს ზემოთთქმულმა კლუბებმა კატალონიელებს, უცნობია.

თავის მხრივ, ვილიას გარემოს გამოცვლა სურს, რადგან “კამპ ნოუზე” სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის. ესპანელს ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს.

 

0.112408