ფეხბურთი

7:19 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ვილიარეალი“ წარმატებით დაბრუნდა

პრიმერა დივიზიონში დაბრუნებულმა „ალმერიამ“ და „ვილიარეალმა“ ახალი სეზონი ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევით დაიწყეს. ფრანსისკო როდრიგესის გუნდი საკუთარ კედლებში თამაშობდა და გამარჯვების კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ თამაში მატჩის მიწურულს მოატრიალა და 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

39–ე წუთზე, როდრი რაფიტას პასს გამოეხმაურა და ალმერიელები შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა. მე–2 ტაიმში, ანგარიში სებასტიან დუბარბერის ავტოგოლით გათანაბრდა, მაგრამ როდრიმ კიდევ ერთხელ შეძლო სტუმართა კარის აღება და მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა.

„ვილიარეალის“ ფეხბურთელებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს და მიზანსაც მიაღწიეს – ჯერ ჯოვანი დოს სანტოსმა იხეირა ხავიერ აკინოს პასით, შემდეგ კი, ჯონათან პერეირამ იხეირა რიკოშეტის წყალობით და გამარჯვების გოლი გაიტანა – 2:3.

„ვილიარეალისგან“ განსხვავებით, წარუმატებელი სტარტი ჰქონდა პრიმერაში აღზევებულ „ელჩეს“, რომელიც მადრიდშ, „რაიო ვალიეკანოსთან“ მატჩში განადგურდა. მასპინძლებმა მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს და დამსახურებულადაც იმარჯვეს.

შედეგიანი ფრე დაფიქსირდა ვიგოში, სადაც ადგილობრივი „სელტა“ „ესპანიოლს“ დაუხვდა. გუნდებმა ერთმანეთის კარში 2–2 გოლი გაიტანეს და ქულები გაიყვეს.

 

მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“.

რაიო – ელჩე 3:0 (2:0)

რაიო: კობენიო, ტიტო (არბილია 67), გალეანო (გონსალესი 77), ნაჩო, ხალვესი, ტრასორასი, კარლოსი (პერეა 36), საული, ლარივეი, ბუენო, ბანგურა.

მწვრთნელი: პაკო ხემესი

ელჩე: ერერა, სეპუნარუ, სისმა, ლომბანი, ბოტია, რივერა, ხენერელო (მანტეკონი 66), ნიხესი (ხიმენესი 76), ხილი, მანუ (ჩავესი 58), კორომინასი.

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 1:0 ბუენო (40), 2:0 პერეა (44), 3:0 ბუენო (74)

გაფრთხილებები: ხალვესი (7), გალეანო (61) – საპუნარუ (14), ნიგესი (51)

კარში დარტყმა: 11 (5) – 8 (1) ჯარიმა: 16 - 11 კუთხური: 3 - 4 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 65% - 35% სეივი: 1 – 2

 

ვიგო. „ბალაიდოსი“. 20600

სელტა – ესპანიოლი 2:2 (1:0)

სელტა: იოელი, კაბრალი, მალიო, ფონტასი, კრონ–დელი, ოუბინია, ფერნანდესი, ლოპესი (მადინდა 89), ტონი, ნოლიტო (რაფინია 63), შარლესი (როდრიგესი 84).

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, ფუენტესი, ხ.ლოპესი, სიმაუ, სანჩესი, დ.ლოპესი (გონსალესი 72), გარსია (როდრიგესი 79), სტუანი, პიცი (ბიფუმა 60).

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

გოლები: 1:0 ლოპესი (43), 2:0 შარლესი (47), 2:1 სანჩესი (53), 2:2 ბიფუმა (75)

გაფრთხილებები: ფერნანდესი (32), ლოპესი (45), რაფინია (84), როდრიგესი (87) – სანჩესი (13), ფუენტესი (45), სიმაუ (57), ხავი ლოპესი (88)

კარში დარტყმა: 15 (10) – 6 (5) ჯარიმა: 23 - 12 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 3 – 8

 

ალმერია. „ფუეგოს მედიტერანეოსი“.

ალმერია – ვილიარეალი 2:3 (1:0)

ალმერია: ესტებანი, დუბარბიერი (დიასი 87), პელერანო, რაფიტა, ტრუხილიო, სორიანო (იუნ გიუ 84), ვერსა, ტებარი (კორონა 69), ვიდალი, სუსო, როდრი.

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

ვილიარეალი: ასენხო, მუსაკიო, გასპარი, ხაუმე, ინიგესი, კანი, სორიანო, პერესი (აკინო 58), პინა (ტრიგეროსი 54), უჩე (პერეირა 62), დოს სანტოსი.

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი

გოლები: 1:0 როდრი (39), 1:1 დუბარბიერი (66ს.კ), 2:1 როდრი (76), 2:2 დოს სანტოსი (84), 2:3 პერეირა (87)

გაფრთხილებები: რაფიტა (35), პელერანო (89)

კარში დარტყმა: 15 (2) – 14 (4) ჯარიმა: 17 - 14 კუთხური: 6 - 10 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 1 – 0

0.116468