ლისაბონის “სპორტინგის” ნახევარმცველის – ვილიამ კარვალიუს შეძენით მადრიდის “რეალი” დაინტერესდა. AS-ის ცნობით, “სამეფო კლუბი” 21 წლის პორტუგალიელს ტრავმებით გატანჯული სამი ხედირას შემცვლელად განიხილავენ.
მადრიდელები ლისაბონელებთან მოლაპარაკებას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში დაიწყებენ. სავარაუდო გარიგების ფინანსური დეტალები, უცნობია. აქვე შეგახსენებთ, რომ კარვალიუს ხილვით “მანჩესტერ იუნაიტედიცაა” დაინტერესებული.
ცნობისათვის, პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, კარვალიუმ 22 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.