დიდი ალბათობით, კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი დავიდ ვილია ლონდონის “ტოტენჰემს” ამ კვირაშივე შეუერთდება. Mirror-ის ცნობით, 31 წლის ესპანელი ინგლისელებს კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა.
სადღეისოდ, მხოლოდ კლუბებს შორისღა დარჩა გარკვეული საკითხები მოსალაპარაკებელი. მთავარი პრობლემა ვილიას სატრანსფერო ღირებულებაა. აქვე გეტყვით, რომ “ელ გუახეს” კატალონიელებთან კონტრაქტი მაისში ეწურება.
რამდენადაც ცნობილია, “ბარსა” ვილიას სანაცვლოდ 8.6 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს, “ტოტენჰემს” კი, ფასის დაწევა სურს.