მადრიდის “ატლეტიკოს” ასტურიელმა ახალწვეულმა, დავიდ ვილიამ თავის სადებიუტო მატჩში თავი ეფექტური გოლით გამოიჩინა და ბუნებრივია, 31 წლის ფეხბურთელი კმაყოფილი დარჩა.
“ატლეტიკოსა” და მეორელიგელ “ლას პალმასს” შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის (2:0) მე-40 წუთზე, ვილიამ, დაახლოებით 25 მეტრიდან დარტყმით, ანგარიში გახსნა. თამაშის შემდეგ, მან კომენტარი გააკეთა.
“თავდამსხმელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლების გატანაა. განსაკუთრებით მნიშვენლოვანი ახალი კლუბის მაისურით, სადებიუტო მატჩში თავის გამოჩენაა.
ახალ თანაგუნდელებთან და “ატლეტიკოს” სათამაშო სისტემასთან შეჩვევას ვიწყებ. ახლა, საჭიროა, რომ მუშაობა სწორი მიმართულებით განვაგრძოთ.” – ციტირებს ვილიას სიტყვებს Goal-ი.