ფეხბურთი

16:20 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილია “ბარსელონას” ემადლიერება

მადრიდის “ატლეტიკოს” ახალწვეული დავიდ ვილია კატალონიის “ბარსელონაში” გატარებული პერიოდით კმაყოფილია და კლუბის ხელმძღვანელებსაც ემადლიერება. “ელ გუახეს” მადრიდელი ქომაგებისა და ჟურნალისტების წინაშე 15 ივლისს წარადგენენ.

“ბარსელონასადმი” მხოლოდ პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვა შემიძლია. მადლობა ყველას, რადგან ისეთ დიდ კლუბში, როგორიცა “ბარსაა”, 3 წელიწადი გავატარე. კატალონიელებთან საწუწუნო არაფერი მაქვს, რადგან “ატლეტიკოში” წამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეუქმნიათ. იცოდნენ, რომ აქ თამაში მინდოდა. იმედია, ისეთივე ბედნიერი ვიქნები, როგორიც “კამპ ნოუზე” ვიყავი. სიმეონეს ვესაუბრე და მითხრა, რომ მის გუნდში მნიშვნელოვანი როლი მექნება”, - განუცხადა ვილიამ Marca-ს.

მოგეხსენებათ, 31 წლის ესპანელის ტრანსფერი მადრიდელებს 5.1 მილიონი ევრო დაუჯდათ. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119553