ფეხბურთი

12:55 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილია: “ბარსას” კარში გოლს აუცილებლად აღვნიშნავ”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ თუკი თავის ყოფილ კლუბ კატალონიის “ბარსელონას” გოლს გაუტანს, აუცილებლად იზეიმებს.

“იქ ბევრი მეგობარი მყავს და “ბარსასთან” კარგი მოგონებებიც მაკავშირებს, მაგრამ როდესაც მატჩი დაიწყება, კატალონიელები ჩემი მეტოქეები გახდებიან. იმედია, “ატლეტიკოს” დავეხმარები. ჩემს გოლებს ყოველთვის აღვნიშნავ. “ბარსას” შემთხვევაშიც აუცილებლად ასე იქნება, მაგრამ აღნიშვნაც თავისებური იქნება, რადგან ეს კლუბი მიყვარს”, - განუცხადა ვილიამ ესპანელ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის მატჩში, “ატლეტიკო” “ბარსელონას” ოთხშაბათს დაუპირისპირდება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.14309