ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონა” დავიდ ვილიას იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ მსურველი კლუბი 20 მილიონ ევროს გადაიხდის. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.
საქმე ისე მიდის, რომ ახალი სეზონიდან, ვილია სხვა გუნდში ითამაშებს. იანვარში, 31 წლის ესპანელის შეძენა ლონდონის “არსენალს” სურდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. სავარაუდოდ, ლონდონელები ესპანელის საკითხს ზაფხულში მიუბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს, “ბარსელონამ” ვილია “ვალენსიასგან”, 40 მილიონ ევროდ იყიდა. ასტურიელმა შემტევმა კატალონიელთა მაისურით 99 მატჩი ჩაატარა და 43 გოლი მიითვალა.