ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდ დავიდ ვილიასთან მოლაპარაკებებს ტელეფონის საშუალებით აწარმოებს. ამის შესახებ The Times-ი იუწყება.
მომდევნო სეზონიდან, პორტუგალიელი 4-3-3 ტაქტიკური სქემის გამოყენებას გეგმავს და ვილიას ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოიაზრებს. ცხადია, საჭიროებისამებრ, ასტურიელი მეგოლე ფლანგზეც დაიკავებს ადგილს.
რამდენადაც ცნობილია, “ბარსელონა” ვილიას 12 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს.
ცნობისათვის, პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში, ვილიამ 28 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი მიითვალა.