ინგლისური პრესის ცნობით, ლონდონის “ტოტენჰემიდან” ახლახანს დათხოვნილი ანდრე ვილაშ-ბოაშის სამსახურით იტალიური “მილანი” დაინტერესდა.
მასიმილიანო ალეგრის “მილანთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და დიდი ალბათობით, “როსონერის” ხელმძღვანელობა მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ ისურვებს. ამის მიზეზი გუნდის ცუდი შედეგებია. “მილანს” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასვლა გაუჭირდა, ხოლო სერია A-ში გუნდი მხოლოდ მე-10 ადგილს იკავებს.
The Times-ის ცნობით, “მილანი” ალეგრის შემცვლელად ვილაშ-ბოაშს მოიაზრებს. ბრიტანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, იტალიელები პორტუგალიელს უკვე დაუკავშირდნენ და ამ უკანასკნელმა, გადაწყვეტილების მისაღებად, დრო ითხოვა.