ფეხბურთი

21:56 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილაშ-ბოაში: “ევროპის ლიგაზე წარმატება ძალას გვმატებს”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მიიჩნევს, რომ ევროპის ლიგაზე ჩატარებული მატჩები მის გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

“არამგონია, ევროპის ლიგაზე გამართული მატჩები ჩვენს თამაშზე ნეგატიურად აისახოს. პირიქით, ამ ტურნირზე გამარჯვება ძალებს გვმატებს და პრემიერლიგაში წარმატების მიღწევის მოტივაციას გვძენს.

არავისი უნდა გვეშინოდეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო დროს, შიდა ასპარეზზე წარმატებებს მივაღწიეთ. მას შემდეგ, პატივს გვცემენ.” – ციტირებს ბოაშის სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119899