ფეხბურთი

14:26 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილაშ-ბოაში: “ერიქსენს ყველაფერი აქვს”

ლონდონის “ტოტენჰემმა” გუნდის ახალწვეული კრისტიან ერიქსენი შეაქო. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ დანიელს დიდი ფეხბურთელობისთვის ყველა თვისება აქვს.

“როდესაც ფეხბურთელს ჰოლანდიის ჩემპიონატიდან ყიდულობ, დიდი რისკია. იქ კლუბებს შორის კლასში დიდი სხვაობაა. შესაძლოა, ფეხბურთელმა ჰოლანდიაში მაღალ დონეზე ითამაშოს და შედარებით ძლიერ ლიგაში დაიკარგოს.

ერიქსენის თამაშს გასულ სეზონში ვაკვირდებოდი, რადგან მის ტრანსფერზე მაშინვე ვფიქრობდით. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს. ვფიქრობ, ერიქსენი ნამდვილი “ათიანია”. ის ამ პოზიციაზე მთელი ცხოვრებაა თამაშობს და დიდი კრეატიულობით გამოირჩევა. შეიძლება ითქვას, მას ბუნებამ მისცა ის თვისებები, რაც ამ პოზიციის ფეხბურთელს სჭირდება”, - განუცხადა ვილაშ-ბოაშმა Sky Sports-ს. 

 

0.11464