კატალონიური El Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ეს ვილანოვასთვის სიმსივნით დაავადებულ ყელზე რიგით მე-4 ოპერაცია იყო. უახლოეს მომავალში, ის ქიმიოთერაპიის კურსს დაიწყებს.
ესპანურ პრესაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვილანოვა “ბარსელონას” შემოდგომაზე დაუბრუნდება, ოღონდ არა მთავარი მწვრთნელის, არამედ ანდონი სუბისარეტას მრჩევლის როლში.