ფეხბურთი

18:16 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილანოვა შემდეგ კვირაში დაბრუნდება

 

კატალონიის “ბარსელონას” თავკაცი ტიტო ვილანოვა, რომელიც ჯერ კიდევ ნიუ იორკში იმყოფება სამკურნალოდ, მუშაობის გაგრძელებას უახლოეს პერიოდში შეძლებს. Football Espana-ს ცნობით, “ბლაუგრანას” მესაჭე კატალონიაში შემდეგ კვირაში ჩაფრინდება.

ბარსელონაში ჩასვლისთანავე, ვილანოვა კლუბის ხელმძღვანელებთან ხანგრძლივ შეხვედრას გამართავს და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებს. საუბარი იქნება სერხიო ბუსკეტსისა და ჟერარ დეულოფეუს ახალ კონტრაქტებზე. გარდა ამისა, გადაწყდება დავიდ ვილიას წასვლა-არწასვლის საკითხი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ვილანოვა და კლუბის სხვა ხელმძღვანელები ისაუბრებენ, ვიქტორ ვალდესისა და ალექსის სანჩესის საქმეა. ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ოფიციალური სატრანსფერო შემოთავაზების შემთხვევაში, “ბარსელონას” პასუხი უკვე ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს.

0.116259